საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდნენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი ენერგეტიკულ და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით აიდა სიტდიკოვა საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა სტუმრებთან ფონდის მუშაობის სპეციფიკაზე, სტრატეგიასა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე ფონდის მიერ ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ EBRD-ის მხრიდან ასოცირებული ბანკირები იან ვეტზელი და დავით მანაგაძე, ხოლო საპარტნიორო ფონდის მხრიდან, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რევაზ ტყავაძე.