2015 წელს განხორციელებული 11 774 ტერაქტის შედეგად 28 328 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში 11 774 ტერაქტი განხორციელდა, რაც 2014 წლის მონაცემებზე 13%-ით ნაკლებია.

როგორც euroline.ge წერს, ყველაზე მეტი შეტევა (55%) ერაყში, ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთსა და ნიგერიაში ხორციელდება.

”გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ტერორისტული აქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 14%-ით შემცირდა და 28 328 შეადგენს, მათ შორის 7 000-ზე მეტი ”ბოევიკია”. 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაშავდა 35 000 ადამიანი, 12 000 პიროვნება ტერორისტების ტყვეობაში ჩავარდა”, - წერს სააგენტო.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=8362