ნავთობის ფასი 50 დოლარს გადასცდა

გასული წლის ბოლოდან პირველად, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 50 დოლარს გადასცდა.

ლონდონის ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა 50,04 დოლარი შეადგინა.

0,01 დოლარით გაიზარდა WTI-ის ნავთობის ფასი, რომლის ფასმაც ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე 49,18 დოლარს მიაღწია.