რა პრობლემებია სოფლის მეურნეობის დარგში?

ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებსა და ბაზარზე და სურსათის უვნებლობის რეფორმის გავლენა ფერმერებზე- სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები კოოპერატივებისა და მეურნეობების წარმომადგენლებმა სამთავრობო უწყებებთან ერთად ფერმერთა რიგით მეორე კონგრესზე განიხილეს. როგორც კონგრესზე აღინიშნა, მცირე ფერმერებისთვის კვლავ პრობლემად რჩება საინვესტიციო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად სხვადასხვა რეგულაციის შესახებ არასაკმარისი ინფორმირება დასახელდა. კონგრესის მონაწილეებმა მთავრობისადმი ერთობლივი მიმართვა და რეკომენდაციები შეიმუშავეს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე