„კარგი ქვეყნების ინდექსში“ საქართველო 45-ე პოზიციაზეა

„კარგი ქვეყნების ინდექსში“ მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე პოზიციას იკავებს.

„ კარგი ქვეყნების ინდექსის“ ვებგვერდის თანახმად, ინდექსის ავტორები სახელმწიფოებს გლობალური წვლილის მიხედვით აანალიზებენ.

ინდექსი 7 კრიტერიუმს: მეცნიერება და ტექნოლოგია, კულტურა, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, გლობალური წესრიგი,  კლიმატი, კეთილდღეობა და თანასწორობა და ჯანდაცვას მოიცავს.

რეიტინგის ლიდერი შვედეთი გახდა, რომელსაც დანია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და გერმანია მოსდევს. ბოლო საფეხურებზე ერაყი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მავრიტანია, ეკვატორული გვინეა და ლიბია აღმოჩნდნენ.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის საიმონ ანჰოლტის განცხადებით, რეიტინგის შედგენისას გამოიყენება გაერო-ს, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს კონკრეტული ქვეყანა კაცობრიობის განვითარებისთვის.