აშშ უკრაინას მილიარდი აშშ დოლარის ტრანშს გამოუყოფს

უკრაინამ და აშშ-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, კიევს ერთი მილიარდი აშშ დოლარის საკრედიტო ტრანში გადაეცემა.ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ვაშინგტონი და კიევი მესამე ტრანშის გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ.

უკრაინის ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ახალი ტრანში იმ უკრაინელების დახმარებას მოხმარდება, რომლებიც ეკონომიკური ფაქტორების გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ.