საკონდიტრო საწარმო "ბროტმაისტერი" საქმიანობის გაფართოებას იწყებს

სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შექმნილი საკონდიტრო საწარმო "ბროტმაისტერი" საქმიანობის გაფართოებას იწყებს.საწყის ეტაპზე კომპანია თბილისში თანამედროვე კაფეტერიის გახსნას გეგმავს. ასევე იგეგმება საკონდიტრო პროდუქციისა და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიის შექმნაც. "ბროტმაისტერი" ამ დროისთვის 35 დასახელების პროდუქტს აწარმოებს. პროექტი ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად განხორციელდა და მისი საინვესტიციო ღირებულება 240 ათასი დოლარია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე