ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ ყაზბეგში სოციალურ - ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს

ჩეხური საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) ყაზბეგის განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს აცხადებს.

როგორც ENPARD-ის წარმომადგენლები აცხადებენ, PIN ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს, PIN-ის პარტნიორებთან: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასა" და ჩეხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ეროვნულ ქსელთან (NNLAG) ერთად.

საგრანტო კონკურსის მიზანია ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ყაზბეგის 2016-2020 წლების განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისად, ყაზბეგში ცხოვრების სტანდარტის და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

შეკითხვების შემთხვევაში, დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ PIN-ს სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე - შემდეგ სატელეფონო ნომერზე 591 800 922.

საგრანტო პროგრამის დოკუმენტები ხელმისაწვდომია ორგანიზაცია PIN-ის ვებ-გვერდზე, ასევე www.enpard.ge.