ახალი სასტიპენდიო პროგრამა - „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017“ გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალ სასტიპენდიო პროგრამას - „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017“ აცხადებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროგრამის მიზნები და საკონკურსო პირობები გააცნეს.

პროგრამა ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია კონსერვაციის დარგის სპეციალობის, სამაგისტრო სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება 1-ელი ივნისიდან დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება.