ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1424 ლარი გახდა.ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1424 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1417 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.3866 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3985 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0119 ლარი შეადგინა.