რობოტმა მუსიკა დამოუკიდებლად დაწერა

კომპანია Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა კომპოზიცია შექმნა. ამის შესახებ გამოცემა TechCrunch იუწყება. მელოდიის ხანგრძლივობა 90 წამია.

ნეირონულმა ქსელმა, რომელიც შექმნეს პროექტ Magenta-ს სპეციალისტებმა, შეძლო მელოდიის დამოუკდიებლად დაწერა მხოლოდ ოთხი ნოტისგან. კომპოზიციის დემონსტრაცია მოხდა ფესტივალზე Moogfest.

ცნობისათვის, ეს არ არის ერთადერთი მიღწევა Google-ის ხელოვნური ინტელექტისა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინტელექტმა სახელწოდებით, Google Brain, ადამიანის ენის გასაგებად „წაიკითხა“ 11 ათასი ნაწარმოები, საიდანაც სამი ათასზე მეტი სასიყვარულო და ათას ხუთასზე მეტი ფანტასტიკის ჟანრის რომანები იყო. ამის შემდეგ Google-ის „ტვინმა“ საკუთარი ტექსტი დაწერა.

კოკა კვირკველია