ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შს მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა.

გუშინ გერმანულმა გამოცემა Die Welt-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები არ დათანხმდებიან საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმი ძალაში არ შევა.