პარტია ”ქართულმა ოცნებამ” მაისში მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო

პოლიტიკურმა პარტიებმა მაისში შემოწირულების სახით ჯამში 1 957 899 ლარი მიიღეს. როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება - 1 370 745 ლარი მმართველმა პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ” მიიღო.

შემოწირულების კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც გასულ თვეს 266 407 ლარი მიიღო, მესამეზე კი - 113 064 ლარით ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მოდის.

სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”გირჩი” - 81 295 ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 54 049 ლარი, ”თავისუფალი დემოკრატები” - 28 000, ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” - 26 732 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენი სამშობლო” - 11 000 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს მშვიდობისთვის” - 2 360 ლარი, ”თავისუფალი საქართველო” - 2 065 ლარი, ”რესპუბლიკური პარტია” - 1 060 ლარი, ”მემარცხენე ალიანსი” - 1 000 ლარი და ”კონსერვატიული პარტია” - 120 ლარი.