მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებაა

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებაა - ასეთია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ქვეყნის მასშტაბით დასაქმების საკითხებზე ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგი. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 51% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკის წინსვლისთვის მთავარი სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაა, მოსახლეობის 17%-ს კი ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმება სურს. ამასთან, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 65% თავს დასაქმებულად არ თვლის, 75%-ის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი 800 ლარს არ აღემატება. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აცხადებენ, დასაქმების კუთხით, ქვეყანაში მთავარ პრობლემად კვლავ სოფლის მეურნეობის დარგში თვითდასაქმებულთა მაღალი მაჩვენებელი რჩება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე