მედიის წარმომადგენლებმა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტები დაათვალიერეს

„პალიტრა მედიასა“ და მედია ჰოლდინგ „კომერსანტის“ წარმომადგენლებმა კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტები დაათვალიერეს.

როგორც კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა წყლის ხარისხის კონტროლის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია და ღრმაღელის საფილტრე სადგური დაათვალიერეს, სადაც ნედლი წყლის, სასმელ პროდუქტამდე დამუშავება ხდება.

მედიის წარმომადგენლებმა ჟინვალის წყალსაცავი, ნატახტრის წყალსადენი, საგურამოს სატუმბი სადგური და საგურამოჰესის მშენებლობის პროცესიც დაათვალიერეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ „კვირის პალიტრის“, „ინტერპრესნიუსის“, „ბიზნესპრესნიუსის“, ტელევიზია „პალიტრა ნიუსის“, ჟურნალ „გზის“ და რადიო „კომერსანტის“ წარმომადგენლები.

ვიზიტის მიმდინარეობისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა მედია საშუალებების ჟურნალისტებს დედაქალაქის წყალმომარაგების პროცესი გააცნეს.