საფრანგეთში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საფრანგეთში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას უახლოეს დღეებში მილიონობით ევრო გადაეცემა, რომელიც დაზარალებული ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.

საფრანგეთში სტიქიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. 7 ათასამდე საცხოვრებელ სახლს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.