ყველაზე ძვირად ღირებული საბეჭდი დანადგარი უკვე საქართველოშია

HP Idigo WS 6800, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური, შესაბამისად - ყველაზე ძვირად ღირებული საბეჭდი დანადგარია შეფუთვისა და სარეკლამო სფეროში.

ასეთი მსოფლიოში ჯერ მხოლოდ რამდენიმე ათეულია. ცოტა ხნის წინ ქართული კომპანიებისთვის ამ დანადგარზე ბეჭდვა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, კომპანიებს ხარისხიანი ეტიკეტის მისაღებად შეკვეთის განხორციელება საზღვარგარეთ უწევდათ, რაც ხანგრძლივ ვადებთან და დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. თუ ადრე ისინი იტალიის, თურქეთის, უკრაინისა, თუ სხვა ქვეყნის მწარმოებლებთან მუშაობდნენ, ახლა იგივე ხარისხის მიღება საქართველოშიც შეუძლიათ. ჩვენი ქვეყანა კავკასიაში პირველია, სადაც მსგავსი დანადგარით ხდება პროდუქციის ბეჭდვა. რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო პროგრამით ”აწარმოე საქართველოში” სტამბა ”კოლორპაკი” HP Indigo-ს პარტნიორი გახდა საქართველოში და ამ პატნიორობის ფარგლებში უნიკალური ციფრული საბეჭდი დანადგარები ჩამოიტანა. ახლა კომპანიებს მაღალი ხარიხის ბეჭდური მასალების მისაღებად ნაკლები ინვესტიცია და ბევრად მცირე დრო ეხარჯებათ.

„კოლორპაკი“ HP-სგან სრული ტექნოლოგიური მხარდაჭერით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნოვატორული იდეა და შესაძლებლობა, რაც ჰოლანდიელი, გერმანელი, ებრაელი, ესპანელი ან ამერიკელი ტექნოლოგების მიერ იქმნება - უმოკლეს ვადაში საქართველოში ხდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად სტამბა ,,კოლორპაკთან’’ თანამშრომლობენ ისეთი კომპანიები და ბრენდები, როგორიცაა „ბიბლუსი“; „ბორჯომი“; „ბაგრატიონი“; „ნიკორა“; „სნო“; „ბადაგონი“; და სხვა.

გიორგი ჟორჟოლიანი, "კოლორპაკის" დირექტორი: " ჩვენ ვბეჭდავთ, პრაქტიკულად ყველა ზედაპირზე - ქაღალდზე, პოლიეთილენზე, პოლიპროპილენზე, მეტალიზებურ თვითწებვად მასალებზე. ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ხარისხის შეუცვლელად ვბეჭდოთ როგორც დიდი, ისე საშუალო და მცირე ტირაჟები. პრაქტიკულად, შესაძლებელია ერთეული ეგზემპლარების დაბეჭდვაც. ამიტომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ როგორც დიდი, ნაციონალური და საერთაშორისო მასშტაბის კომპანიები, ისე საშუალო და მცირე საწარმოები, ღვინისა და საკონსერვო ქარხნები, ყველისა თუ თაფლის, ჩირისა და ტკბილეულის მწარმოებლები. ვცდილობთ, ყველასთვის სასარგებლო პარტნიორი გავხდეთ.

ყველას სხვადასხვა საჭიროება და მოთხოვნა აქვს. ზოგი საბოლოო პროდუქტის მიღებას ჩქარობს, ზოგს განსაკუთრებული ეფექტები (მოოქროვება, შერჩევითი ლაქი, "ემბოსი", კვეთა-სერვა) სჭირდება შეფუთვაზე, ზოგიც უბრალოდ დაიღალა საზღვარგარეთ სირბილით დიზაინისა და ნიმუშების შესათანხმებლად და ურჩევნია თბილისში სწრაფად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე მოაგვაროს ეს საკითხები.

ჩვენი დახმარებით დამკვეთებმა ხარჯების შემცირება შეძლეს, ბევრს ძალიან სწრაფი მომსახურება გავუწიეთ. კომპანიების უდიდესმა ნაწილმა კი კომპლექსური სარგებელი ნახა - ოპერატიული და ამავე დროს ფინანსურად მომგებიანი მომსახურება მიიღო. ბევრი მათგანი ისეთ პროდუქტს იღებს, რომელსაც ერთი წლის წინ არა მარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ ახლო სამეზობლოშიც ვერ მოიძიებდა“.