ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1376 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1376 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1424 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4232 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3866 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0366 ლარი შეადგინა.