პრემიერი აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს გახსნის

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი ხვალ გაიხსნება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ახალ საგზაო მონაკვეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახსნიან.

ღონისძიებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი დაესწრებიან.