ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი Check in Georgia გრძელდება. დღეს, 7 ივნისს, ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“ მსოფლიოში ცნობილი პოპ-ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე გრანდიოზულ შოუს წარმოადგენს; შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები - მათ შორის: “Sunday Morning”, “Moves Like Jagger”, “Sugar” და სხვა.

Maroon 5-ის კონცერტი ფესტივალის „Heat Batumi“ ფარგლებში იმართება. ფესტივალი 6 ივნისს „ერისიონისა“ და New York Brass Band-ის კონცერტებით გაიხსნა და სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. „Heat Batumi“ საერთო ჯამში, 90-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს.