მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯიმ ახალციხეში გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკვერის გამწვანების აქცია მოაწყო

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯიმ, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკვერის გამწვანების აქცია მოაწყო ახალციხეში.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წელს დააწესა. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

გარემოსდაცვით აქციასთან დაკავშირებით, ბიაიჯის დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა: „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი აცნობიერებს კომპანიის პასუხისმგებლობას საზოგადოების მიმართ და ეკონომიკური და სოციალური მიზნების დაბალანსებას ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. გარემოს დაცვის პროექტების განხორციელება ჩვენი კორპორატიული პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია. კომპანიაში დანერგილი გვაქვს გლობალური The Global Social Performance Task Force (SPTF) სტანდარტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და ვმუშაობთ მათ გაუმჯობესებაზე. ჩვენი კომპანიის ორგანიზაციული სისტემა და ოპერაციები თანხვედრაშია ჩვენს სოციალურ მიზნებთან, და მოიცავს მენეჯმენტის, მმართველობის, ანგარიშგების, ადამიანური რესურსების მართვის და შიდა კონტროლის ყველა ასპექტს. რაც შეეხება მწვანე პროექტებს, წელს ჩავერთეთ ნარჩენების მართვის პროექტში, რომელსაც ახორციელებს coop.ge და მასში უკვე ჩართულია მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია. ბიაიჯი მომავალშიც გააგრძელებს გარემოზე ზრუნვას და მსგავსი პროექტების განხორციელებას.“

ბიაიჯის შესახებ: ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1-ს - თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

(R)