მცხეთაში, აგურის ქარხნის დასახლებაში მდებარე მშენებარე ობიექტების შემოგარენი ნარჩენებისგან გაიწმინდა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ მცხეთაში, აგურის ქარხნის დასახლებაში მდებარე მშენებარე ობიექტების შემოგარენი ნარჩენებისგან გაიწმინდა.

დასუფთავების აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია კარის“ ინიციატივით და ქალაქ მცხეთის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, საკრებულოს წევრებმა, მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურმა, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და მერიის თანამშრომლებმა. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და ამ პროცესებში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.