რუსულ ბაზარზე თურქულ პროდუქციას თანდათანობით ავღანური პროდუქცია ჩაანაცვლებს.
ამის შესაახებ რუსეთ-ავღანეთის ფორუმზე ავღანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ალოკოზაი ხანჩჟანმა განაცხადა.
მისი თქმით, ავღანელი მეწარმეები მზად არიან ხილით და ბოსტნეულით მოამარაგონ მეზობელი რუსეთის ბაზარი.
გასული წლის ნოემბერში თურქულ ხილსა და ბოსტნეულს რუსეთის ბაზარზე სოლიდური ადგილი ეკავა. 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთში თურქული ხილის, ციტრუსებისა და კენკროვანი კულტურების შეტანა აიკრძალა. 16 მაისს რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ქვეყანაში თურქული სალათის შეტანაც აკრძალა. ამას მოჰყვა შეზღუდვები თურქეთიდან იმპორტირებულ სხვადასხვა დასახელების ბოსტნეულზე, თურქულ ბადრიჯანზე, ბროწეულსა და პილპილზე. „როსსელხოდნადზორი“ ამ აკრძალვებს იმით ხსნის, რომ თურქული პროდუქცია სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. „მაისში თურქეთიდან შემოტანილ სალათში კალიფორნიული კალია აღმოაჩინეს, რომელიც მცენარეებისთვის საშიშ მავნებლად არის მიჩნეული“ ,- აცხადებენ რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლები.
რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.
ხათუნა ჩიგოგიძე