სომხეთმა საკუთარი წარმოების სმარტფონი ArmPhone გამოუშვა

კომპანია Technology and Science Dynamics (TSD)-მა, რომელიც სომხური წარმოების სმარტფონებსა და ტაბლეტებზე მუშაობს, პირველი სმარტფონი ArmPhone გამოუშვა.

როგორც TSD-ში აცხადებენ, კომპანია მომხმარებელს 5 სხვადასხვა მოდელს შესთავაზებს.

„ვხელმძღვანელობთ რა დევიზით - „დადგა დრო სომხური პროდუქციის“, წარმოგიდგენთ პირველ სომხურ სმარტფონებს, რომლებიც არამხოლოდ მათი დიზაინითა და ხელმისაწვდომობით, არამედ შესაძლებლობების მაღალი მაჩვენებლებით დააკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიულ მომხმარებელსაც კი“, - აცხადებენ კომპანიაში.

სმარტფონები ახალგაზრდა სომეხი სპეციალისტების მიერ არის შექმნილი. TSD-ში ასევე აცხადებენ, რომ რინგტონის სახით ArmPhone-ში ცნობილი სომეხი კომპოზიტორების ნაწარმოებია ჩატვირთული.

კოკა კვირკველია