გორში ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო

გორში, კომბინატის დასახლებაში, ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო. როგორც გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, პროექტის მიხედვით აღნიშნულ ადგილას მოეწყობა სპორტული მინი სტადიონი, დასასვენებელი სკამები და ფანჩატური, საბავშვო საქანელები, დეკორატიული განათება და მწვანე ნარგავები.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალონისი“აწარმოებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 96 780 ლარია. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.

გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილი, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, მშვიდობის 20ა-ს მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსებს შორის მოქცეული დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის მიწაა, რომელიც ნაგავსაყრელად იყო გამოყენებული.