ლილოს ბაზრობაზე ერთი მაღაზია დაიტბორა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ერთი მაღაზია დაიტბორა. როგორც საგანგებო სამსახურში განაცხადეს, მაღაზიაში წყალი 10 სანტიმეტრამდე იდგა. მათივე ინფორმაციით, წყალი სამსახურის თანამშრომლებმა ამოტუმბეს.