ინტერნეტ რეკლამის ბაზრის 2016 წლის ტენდენციები

მაკეტინგული კომპანია Genius Marketing მიმდინარე წლის ინტერნეტ რეკლამის ბაზრის მთავარ ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და რეკლამისდამკვეთებს მათ გათვალისწინებას ურჩევს.

2016 წელს ინტერნეტ რეკლამის მოცულობა სულ მცირე 10%-ით გაიზრდება

PwC-ის პროგნოზით, 2016 წელს ინტერნეტრეკლამის ბაზრის მოცულობა სულ მცირე 10%-ით გაიზრდება და 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. Genius Marketing-ის ცნობით, ეს მაჩვენებელი 20%-ით მეტია სატელევიზიო რეკლამის ბიუჯეტზე.

რეკლამა გაძვირდება

2016 წლის ბოლოსთვის ინტერნეტში რეკლამის განთავების სანაცვლოდ რეკლამისდამკვეთებს მეტის გადახდა მოუწევთ. სანაცვლოდ, სააგენტოები უფრო ზუსტ ინფორმაციას მიაწვდიან რეკლამისდამკვეთებს, რათა ხელი შეუწყონ მათ მომხმარებლის განწყობის დევნასა და ეფექტური რეკლამის დამზადებაში.

საკუთარი რეკლამა სოცქსელებში

უკვე „მშობლიურ“ აუდიტორიასთან მუშაობა, რომელიც გიცნობთ და უყვარხართ, გაცილებით ადვილი და მომგებიანია. მაგრამ თუ მათ მხოლოდ პრომო-პოსტებით „მოამარაგებთ“, აუდიტორია გადაიწვება. გახსოვდეთ, რომ რეკლამა შეშასავით არის - თანდათანობით და ცოტ-ცოტა უნდა დაამატოთ, რათა ინტერესის ცეცხლი არ განელდეს. რეკლამა თქვენს გვერდზე მხოლოდ 25% უნდა იყოს. როგორ შეასრულოთ ეს ამოცანა პრაქტიკაში? - რა თქმა უნდა, კონტენტის მეშვეობით. პრომო-პოსტების ნაცვლად, მიაწოდეთ თქვენს აუდიტორიას სხვა საჭირო ინფორმაცია და მიმართეთ ვირუსულ კონტენტს. ამ ნაბიჯით უფრო მეტ მომხმარებელს მიიზიდავთ.

ვიდეორეკლამა

2016 წელს უნდა იფიქროთ თქვენი ვიდეოკონტენტის გაფართოებაზე. თანამედროვე მოხმარებელი ინტერნეტის მეშვეობით ვიდეორეკლამას უფრო მეტად უყურებს, ვიდრე სატელევიზიო რეკლამას. შესაბამისად, ბოლო პერიოდში კომპანიები და ბრენდები ბიუჯეტს ვიდეორეკლამისკენ მიმართავენ.

Cisco-ს პროგნოზით, 2018 წლისთვის ინტერნეტში ტრაფიკის 69% ვიდეო-კონტენტისკენ იქნება მიმართული.

საძიებო რეკლამა პოზიციებს დათმობს

Genius Marketing-ის პროგნოზით, საძიებო რეკლამის წილი ინტერნეტ რაკლამის ბაზარზე 10%-თ შემცირდება, თუმცა ლიდერობას მაინც შეინარჩუნებს და მთლიანი ონლაინ სარეკლამო ბაზრის 45%-ს დაიკავებს.

მობილური რეკლამის წილი გაიზრდება

ალბათობა, რომ ადამიანი ყურადღებას მიაქცევს სარეკლმო ბილბორდს, სულ მცირე 3-ჯერ შემცირდა. სამაგიეროდ, 99,9%-ით გაიზარდა იმის ალბათობა, რომ მომხმარებელი სარეკლამო განცხადებას ნახავს თავის მობილურით. კვლევების თანახმად, ბოლო 3 წლის განმავლობაში სარეკლამო ვიდეორგოლის ნახვა მობილური ტელეფონით 400%-ით გაიზარდა.

რევაზ შელია