იურიდიული ფირმა „ბი ელ ბი“/BLB საბანკო დაწესებულების მიერ მეანაბრის უფლებათა დარღვევის ფაქტზე პრესკონფერენციას გამართავს

იურიდიული ფირმა „ბი ელ ბი“/BLB ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მიერ მეანაბრის უფლებათა დარღვევის ფაქტზე პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც იურიდიულ ფირმაში აცხადებენ, შემთხვევა არის უპრეცედენტო, რომლის შედეგადაც ბანკმა მიითვისა ამ საბანკო დაწესებულებაში განთავსებული მეანაბრის 2 000,000 მლნ ლარამდე თანხა.

”პრესკონფერენციის მიზანია, ბანკში განხორციელებული თანხის დაუფლების სქემის დეტალების გაშლით, მოახდინოს ამ ბანკის სხვა მეანაბრეთა გაფრთხილება, მათი უფლებების განმარტება, სხვა შესაძლო დარღვევების პრევენცია და დროული აღმოფხვრა, თუკი ასეთი იგეგმებოდა და/ან უკვე განხორციელდა. შესაბამისად, გაჟღერდება ბანკის სახელი და სხვა საინტერესო დეტალები”, - აცხადებენ იურიდიულ ფირმაში.

პრესკონფერენციაზე ფაქტის შესახებ ისაუბრებს ფირმის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე. პრესკონფერენციაზე ასევე აჩვენებენ ბანკის მოხელეთა მიერ მეანაბრის თანხის მითვისების სქემას.