საოცრებათა მოედანზე Maroon 5-ის კონცერტი გაიმართა

ბათუმის საოცრებათა მოედანზე Maroon 5-ის კონცერტი გაიმართა. ამერიკულმა პოპ-როკ ჯგუფმა პირველი სიმღერა "Animals" შეასრულა. კონცერტზე შესრულდა ცნობილი ჰიტებიც.

უამინდობის მიუხედავად, მოედანზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. როგორც ცნობილია, კონცერტზე დასასწრებად 30 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

ამერიკული ჯგუფი საქართველოში ორშაბათს ჩამოვიდა. Maroon 5-ის კონცერტი CheckinGeorgia-ს ფარგლებში ჩატარდა.