”ნაციონალების” ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ, ბოტანიკურ ბაღთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელიას თქმით, ბოტანიკურ ბაღში იგეგმება ასევე კაშხლის მშენელობა.

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს და თბილისის მერ დავით ნარმანიას აღნიშნულზე ახსნა-განმარტებას სთხოვს.

მელიას თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში, ივანიშვილის რეზიდენციას და ტელეკომპანია GDS-ს ელექტროენერგიის მომარაგების უფასო წყარო ექნებათ.