როგორ გამოიყურება სასტუმრო "ვეფხისტყაოსანი", რომელიც თბილისში შენდება

"ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე დაყრდნობით აშენებული სასტუმრო თბილისის ცენტრში აგვისტოში გაიხსნება. სასტუმროში 10 ნომერი განთავსდება და თითოეული მათგანი "ვეფხისტყაოსნის" სხვადასხვა მთავარი პერსონაჟის სახელობის იქნება. ბარელიეფისა და შესავლელისთვის რუსთაველის პერიოდის, 850 წლის წინანდელ ქვებს გამოიყენებენ, რომელიც სპეციალურად სასტუმროსთვის იერუსალიმიდან ჩამოდის თბილისში. 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე