აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 52 900 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7,700%-ით, მაქსიმალური - 8,390%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7,972%-ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 8,000% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.