ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი შეიძინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას სებ-ი აქვეყნებს.

”დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1287 შეადგინა”, - ნათქვამია განცხადებაში.