ნავთობის ფასი 52 დოლარს გადასცდა

ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია დღესაც გაგრძელდა.

ბოლო მონაცემებით, Brent-ის მარკის ერთი ბარელის ფასი 0,3%-ით გაიზარდა და 52,68 აშშ დოლარი შეადგინა.

WTI მარკის ერთი ბარელის ღირებულება კი 0,6%-ით გაიზარდა და 51,52 აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპერტების შეფასებით, შავი ოქროს ფასის ზრდის ტენდენცია განპირობებულია ბაზარზე გადაჭარბებული შემოთავაზების შემცირებითა და ინვესტორების პოზიტიური განწყობით.

ბაზრისთვის დადებითი სიგნალი გახდა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებიც, რომლის თანახმად გასულ კვირას ნავთობის კომერციული მარაგი 3,2 მილიონი ბარელით შემცირდა.

გარდა ამისა, შავი ოქროს ღირებულებაზე გავლენას ახდენს ნავთობის შეფერხებით მიწოდება ნიგერიასა და კანადიდან.