მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ლაგოდეხსა და სარფში მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის „ლაგოდეხის“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანიდან შემომავალი მგზავრის ჰ.ე-ს ბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (TRAMADOL RETARD) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კანონის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი 7 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ საკონტროლო ზონაშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები (APRANAX PLUS) საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქეს, ა.გ-ს შემოჰქონდა.

”საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამისად შსს ლაგოდეხის რაიონულ სამართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცათ”, - ნათქვამია განცხადებაში.