2016 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა

მიმდინარე წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ სექტორში ინვესტიციებმა 200 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53%-ია.

ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორის შემდეგ ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა - 58 მილიონი დოლარი (15%), ენერგეტიკის სექტორი - 40 მილიონი დოლარი (11%), უძრავი ქონება - 22 მილიონი დოლარი (6%) და მშენებლობა - 19 მილიონი დოლარი (5%).

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 103%-ით გაიზარდა.