პურფუნთუშეულის ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი "ბროტმაისტერი" გამოჩნდა

პურფუნთუშეულის ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი ”ბროტმაისტერი” გამოჩნდა. ”ჩვენთან გაყიდული უსაფუარო პური ნამდვილად უსაფუარო პური იქნება და ჭვავის პური ნამდვილი, ავსტრიული ჭვავის ფქვილისგან გამომცხვარი პური”, - ამბობს ”ბინზესპრესნიუსთან” საუბრისას შპს ”ბროტმაისტერის” გენერალური მენეჯერი დავით შანიძე.

ტრადიციული, ჯანსაღი, ნამდვილი პურის ცხობის ტექნოლოგიის გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და მომხმარებლისთვის ხარისხიანი პურ-ფუნთუშეულის შეთავაზება - ასეთია ბრენდ ”ბროტმაისტერის” ქართულ ბაზარზე საქმიანობის მოტივი. ქართულ ბაზარზე უკვე იწყებს ოპერირებას უახლესი ევროპული საცხობი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო შპს ”ბროტმაისტერი”. საწარმო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” დახმარებით, ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე წლის 2 ივნისს გაიხსნა. შემდეგი ნაბიჯი კი პირველი პურ-ფუნთუშეულის მაღაზიისა და თანამედროვე ავსტრიული საცხობ-კაფეტერიის გახსნა იყო.

მაღაზია და საცხობ-კაფეტერია ერთ სივრცეშია ინტეგრირებული და მომხმარებელს bpnშესაძლებლობას აძლევს, ბრენდის სხვადასხვა პროდუქცია სასიამოვნო გარემოში დააგემოვნოს. 7 ივნისს, თაქთაიშვილის ქ. 7/9 - ში მაღაზია განსაკუთრებულ გარემოში გაიხსნა:

”ის რაც ავსტრიასთან ასოცირდება და საერთოდ, ავსტრიასთან კავშირშია, ჩვენში იწვევს სტაბილურობის, ხარისხის, დახვეწილობის განცდას და ასოციაციას. ეს იყო ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ჩვენი კაფეტერიის დიზაინი შევარჩიეთ. ის უნდა ყოფილიყო მკაცრი, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული, რაზეც ძალიან დიდი შრომა გასწია ჩვენმა დიზაინერმა. ძირითადად ჟღერდა ავსტრიელი კომპოზიტორების მიერ დაწერილი მუსიკა. ავსტრიამ გადაგვაწყვეტინა, რომ ჩვენი გახსნა ყოფილიყო ასეთი, ჩვენი ინტერიერი ყოფილიყო ასეთი და ჩვენი ბრენდიც ყოფილიყო ისეთივე ნდობის და ხარიხის ასოციაციის მქონე, როგორიც - თვითონ ავსტრიაა”, - ამბობს დავით შანიძე.

აღნიშნულ პირველ ფილიალში მომხმარებელს პურთან ერთად ავსტრიული კერძების დაგემოვნებაც შეეძლება. ეს არის კაფე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გასინჯოს ”ბროტმაისტერის” პროდუქცია საუზმეზე და ლანჩზე, რათა მომავალში საყვარელი პროდუქტის შერჩევა სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში გაუადვილდეს.

თაქთაქიშვილის ქუჩაზე გახსნილ კაფეტერიაში, და საწარმო შპს ”ბროტმაისტერში” , ჯამში 35-მდე თანამშრომელია დასაქმებული. სამომავლოდ, ბრენდი ქსელის გაფართოებას და თბილისის სხვადსხვა უბნებში პურფუნთუშეულის სპეციალიზირებული მაღაზიების გახსნას გეგმავს:

bpn”ჯამში, უკვე 35 ადამიანია დასაქმებული. ჩვენი მიზანია გვქონდეს საკუთარი პურფუნთუშეულის სპეციალიზირებული მაღაზიათა ქსელი. ვფიქრობთ, საშუალოდ, 7-8 ფილიალის გახსნას. მიზანი არის ის, რომ წარმოდგენილი ვიყოთ თბილისის ყველა უბანში. ჩვენი ჯანსაღი, ნამდვილი პური ხელმისაწვდომი იყოს და მეზობლად იყოს ჩვენს ყველა მომხმარებელთან”, - ამბობს დავით შანიძე და ”ბროტმაისტერის” პროდუქციის მახასიათებლებზე საუბრობს:

”ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ ჯანსაღ, ნამდვილ პურს. ამისთვის ჩვენ უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი. გვყავს მომწოდებელი ავსტრიიდან ჭვავის ფქვილისა და ხორბლის თეთრი ფქვილის მიმართულებით, რაც განსაკუთრებულ გემოს სძენს აქ, საქართველოში დამზადებულ პროდუქციას. პროდუქტების ძირითადი ნაწილი არის აბსოლუტურად ავსტრიული პროდუქტისგან შექმნილი, მისი ტექნოლოგიის გათვალისწინებით. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ თეთრი ხორბლის ფქვილზე უარს არ ვამბობთ. ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე სახის პურში ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომ ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილს, რომელმაც ავსტრიაში სპეციალური ტესტირება გაირა ჩვენს პარტნიორ კომპანიაში და მოწონებულ იქნა”, - აღნიშნავს დავით შანიძე.

დავით შანიძის ინფორმაციით, ავსტრიული პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული საწარმოს (შპს. ”ბროტმაისტერი”) პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 250 ათასი დოლარი დაიხარჯა.

”ძირითადი ბიძგი მოგვცა პროექტმა: ”აწარმოე საქართველოში”. ძალიან კარგი წამოწყებაა ეს პროექტი. რაც აძლევს სტარტაპებს შესაძლებლობას, გადადგან თამამი ნაბიჯი და წავიდნენ რისკზე, თუ არსებობს კარგი იდეა. ”აწარმოე საქართველოში” არის იდეალური პროექტი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ასეათი პროექტების განხორციელებას. შპს ”ბროტმაისტერის” დასრულება-მშენებლობაზე, თავისი დანადგარების კომპლექტაციით, დაახლოებით 250 ათასი დოლარი დაიხარჯა. აქედან დიდი ნაწილი იყო პროექტის ”აწარმოე საქართველოში” მიერ დაფინანსებული. ნაწილი ჩვენი საკუთარი სახსრები იყო. ასევე, ამ პროექტის განხორციელებაში ძალინ დიდი როლი ითამაშა ჩვენმა ფინანსურმა პარტნმიორმა, ”პროკრედიტ ბანკმა” რომელმაც გამოგვიყო ის რესურსი, რომელიც გვჭირდებოდა მთლიანი პროექტის დასრულებისთვის. ერთი მხარეა საწარმოს ინვესტიცია, მეორეა უკვე შიდა ქსელის გაშლა და კაფეტერიის მომზადება”, - ამბობს დავით შანიძე და ვარაუდს გამოთქვამს, რომ მეორე ფილიალი მალე გაიხსნება და პურ-ფუნთუშეულის სპეციალიზირებული კიდევ ერთი მაღაზიით სარგებლობას მომხმარებელი ივნისის ბოლოს შეძლებს.

თამარ კორკოტაშვილი

(R)