საგადასახადო სამართალდარღვევის 960 ფაქტი გამოვლინდა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის 30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 960 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 8 278 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 84 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 104 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 772 შემთხვევა.