5 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ რეკლამის განთავსებისას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად

სარეკლამო ბაზარზე კონკურენციის მატებასთან ერთად, მედიაარხები მაქსიმალურად ცდილობენ რეკლამის დამკვეთებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას, მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას და კლიენტთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებას.

რა განაპირობებს ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებას რეკლამისდამკვეთსა და რეკლამის განმთავსებელ კომპანიას შორის? - მსგავს ურთიერთობას კომპანიის მხრიდან პირველ რიგში, კლიენტის მოლოდინის გამართლება უყრის საფუძველს.

რჩევისთვის, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ რეკლამის განთავსებისას, ამ საკითხში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ კომპანიას, მედიაჰოლდინგ ,,პალიტრა მედიას’’ მივმართეთ.

კომპანიის მედიაკონსულტანტის მარი ნონიკაშვილის თქმით, განთავსებული რეკლამისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება:

1. სამიზნე აუდიტორია

- რეკლამის განთავსებამდე, აუცილებელია იმის გაანალიზება, როგორ მიიქცევთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის ყურადღებას. თუ რეკლამის განმთავსებელი კომპანია პროფესიონალთა რიცხვს მიეკუთვნება, მაშინ ის აუცილებლად მოგაწვდით სამიზნე აუდიტორიის ზუსტ მონაცემებს, რომელიც ხუთ კატეგორიად იყოფა: სქესი, ასაკი, სოციალური სტატუსი, შემოსავალი და გეოგრაფია და სწორედ ამ მონაცემების გათვალისწინებთ შეგირჩევთ სარეკლამო არხებს.

2. სანდოობა

- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია რეკლამის განთავსებისას ისეთი არხების შერჩევა, რომელიც საზოგადოებაში მაღალი სანდოობით სარგებლობს. რაც უფრო მაღალია ნდობა მომხმარებელთა მხრიდან კონკრეტული პლატფორმის მიმართ, მით მაღალი იქნება ნდობა თქვენი რეკლამისადმი.

3. კომპლექსურობა - მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტის ყურადღების მიპყრობის მიზნით, სასურველია, თუ რეკლამისდამკვეთი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ რეკლამას რამდენიმე პლატფორმაზე ერთდროულად განათავსებს. ეს გაცილებით მეტად ზრდის რეკლამის ნახვისა და დაინტერესების მაჩვენებელს.

4. გამოცდილება და პროფესიონალიზმი - რეკლამისდამკვეთმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად გამოცდილ გუნდს ანდობს საკუთარ რეკლამას. გამოცდილი კომპანიის შემთხვევაში, დამკვეთს აღარ უწევს დამატებითი რესურსის ხარჯვა რეკლამის განთავსების პროცესში რადგან კომპანია სწრაფად და მარტივად ერკვევა დამკვეთის სურვილში და ზუსტად ასრულებს მის დაკვეთას.

5. მომსახურება - და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ რეკლამის განმთავსებელი კომპანიის თანამშრომლები დაწყებული გაყიდვების მენეჯერიდან, დამთავრებული ტოპ მენეჯერით იყოს კომპტენეტური, ერკვეოდეს უახლეს ტენდენციებში, მკაფიოდ ჰქონდეს გააზრებული, რა სურს მისგან დამკვეთს და რა მოლოდინები აქვს. კომპანიის მხრიდან პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპანიამ ორიგინალური იდეები წარმოუდგინოს დამკვეთს. შემდეგ ეფექტიან ურთიერთობას განაპირობებს ამ იდეების განხორციელების ხარისხი და ბოლოს მნიშვნელოვანია დამკვეთთან მუდმივი და მაქსიმალური აქტივობა, მონაცემების მიწოდება, ეს შეუქმნის რეკლამის დამკვეთს მაქსიმალურ კომფორტს, რაც საბოლოოდ განაპირობებს დამკვეთსა და რეკლამის განმთავსებელს შორის ხანგრძლივ მყარ ურთიერთობას.

,,რეკლამისდამკვეთთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნებისთვის, მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად მივყვეთ პროცესს. მუდმივად მივადევნოთ თვალი მათ ბიზნეს საქმიანობას, შევთავაზოთ დახმარება და ცვლილებები, ვაცნობოთ სიახლეების შესახებ. ყველაფერ ამას შემდეგ მოჰყვება პიროვნული ნდობის ჩამოყალიბებაც და შედეგად კომპანიისთვის უკვე არა მხოლოდ შუამავალი, არამედ კონსულტანტი ხდები. როცა ურთიერთობა მყარი და სტაბილურია, ის აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ერთჯერად თანამშრომლობაზე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავანებივროთ დამკვეთები ახალ-ახალი იდეებითა და მოვემსახუროთ მათ მაღალ დონეზე. ასევე მუდმივად ვისმენთ მათგან მათ დამოკიდებულებებს, მოლოდინებს, შთაბეჭდილებას, იმისთვის რომ დავამყაროთ დამკვეთთან გრძელვადიანი ურთიერთობა“, - ამბობს მარი ნონიკაშვილი.

მსგავსი ურთიერთობის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია აღვნიშნოთ "პალიტრა მედიის" ღონისძიება, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა. რამდენიმეწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად და დამკვეთების შთაბეჭდილებებისა და მოლოდინების მოსასმენად, ჰოლდინგმა კაფე „ჩიგუსტაში“ უმასპინძლა მუდმივ რეკლამისდამკვეთებს.

სტუმრებს შორის იყვნენ კომპანია ,,ვისოლის’’, ,,ართ თაიმის’’, ,,აქსისის’’, "ველედას" და "ინკოს" წარმომადგენლები.

კომპანია „ვისოლ ჯგუფსა“ და გაზეთ „კვირის პალიტრას“ შორის არსებული თანამშრომლობა 10-წლიან ურთიერთობას ითვლის.

„გულწრფელად გეტყვით, მედიააქტივების დაგეგმვის დროს ბეჭდურ მედიაში პირველი სტრატეგული საკომუნიკაციო საშუალება „კვირის პალიტრაა“. იქიდან გამომდინარე, რომ გაზეთის ნდობის ხარისხი მაღალია, ჩვენი კომპანიისთვის სტრატეგიულია“ უამრავი სიახლის განთავსება „კვირის პალიტრაში“ და სწორედ ასეთი სანდო არხის მეშვეობით ჩვენი აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენა“, - აღნიშნავს „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენელი.

„პალიტრა მედიის“ ინტერნეტსაიტებზე საკუთარი პროდუქტის რეკლამას რამდენიმე წელია ანთავსებს კომპანია „აქსისი“.

„პალიტრა მედიის“ ვებგვერდებს კითხულობს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის პრემიუმ კლასის მომხმარებელი, ბიზნეს საზოგადოება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზუსტ სამიზნე აუდიტორიაზე წვდომა“, - განაცხადა კომპანია ,,აქსის’’ წარმომადგენელმა ნინო ერისთავმა.

რადიო პალიტრასთან რამდენიმეწლიან ურთიერთობას აკავშირებს კომპანია „ინკოს“, ის პალიტრა მედიის მცირე ბიზნესის ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს ჰოლდინგთან. დირექტორის ლაშა კუხალაშვილის თქმით, „ინკო“ შედარებით მცირე კომპანიაა და მაღალბიუჯეტიანი რეკლამის უფლებას საკუთარ თავს ვერ აძლევს, ამ პროექტით კი საკმაოდ შეღავათიანი ფასებით კომპლექსურად მოიცვა სხვადასხვა მაღალრეიტინგული მედიაპლატფორმები.

,,პალიტრა მედიამ’’ შემოგვთავზა ძალიან საინტერესო წინადადება, საკმაოდ შეღავათიან ფასებში კომპლექსური არხები მოვიცავით. ყოველთვიურად ახალი მომხმარებელი გვემატება, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი რეკლამა კარგად მუშაობს“, - აღნიშნავს ლაშა კუხალაშვილი.

წლებია კომპანია არტთაიმი ჟურნალ ,,ბომონდთან’’ თანამშრომლობს. მთავარი მიზანი ამ პარტნიორობის მაღალი იმიჯის შენარჩუნებაა.

,,ჩვენი თანამშრომლობა ძალიან დიდი ხანია გრძელდება. „ბომონდი“ ძალიან გემოვნებიანი ჟურნალია, სწორედ ამიტომ ის „ართთაიმის“ თითქმის ყველა პროექტის პარტნიორია. ხშირად მომხმარებელს სწორედ იმ პროდუქციის შეძენა სურს „ართთაიმში“, რომელიც სწორედ „ბომონდის“ გვერდებზე ნახა’’.

8 წელია ბომონდის ერთგული მკითხველი ჟურნალის ფურცლებზე ეცნობა კომპანია „ველედაში“ არსებულ სიახლეებს. კომპანიისთვის დიდი კომფორტია ,,ბომონდთან’’ თანამშრომლობა, ყოველთვის იღებენ მათგან განსხვავებულ იდეებსა თუ ინფორმაციას.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთად გავიზარდეთ და ერთად დავიხვეწეთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, „ბომონდის“ სტაბილურობა. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი ყურადღება, ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ ამ ჟურნალის წევრი ვარ, მაქვს ინფორმაცია მათი პროექტების შესახებ და ყოველთვის ზრუნავენ ჩვენს იმიჯზე“, - ამბობს ლელა ბაკურაძე.

სამიზნე აუდიტორიის მიხედვით სარეკლამო არხების შერჩევა, კამპანიის კომპლექსურად განთავსება სანდო იმიჯის მქონე მედიაპლატფორმებზე, და ამ ყველაფრის გამოცდილი კომპანიისთვის მინდობა  -ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც თქვენი სარეკლამო აქტივობის ეფექტს განაპირობებს.