აჭარის რეგიონი სეულის ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული პოტენციალი ქალაქ სეულში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე „KOTFA 2016” წარმოდგენილი.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს.

მათივე განმარტებით, საქართველოს სტენდი სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ მოინახულა.

”სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაეცნონ, რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ და ქართული ღვინო დააგემოვნონ.

ქართული სტენდი კორეელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. Korea Times -ს ჟურნალისტი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, მათ შორის აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ვრცელ სტატიას ამზადებს”, - განმარტავენ უწყების პრესსამსახურში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სეულის ტურისტულ გამოფენაში პირველად მონაწილეობს. გამოფენა 9 ივნისს გაიხსნა და 12 ივნისს დასრულდება.