„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს საბურავებზე აქციას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ და სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ მომხმარებელს საბურავებზე აქციას სთავაზობენ. კერძოდ, „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს სთავაზობს, შეიძინონ მათ ფილიალებში 20%-მდე ფასდაკლებით Bridgestone, Michelin, Continental, Hankook, Falken, Riken, Starmaxx და Petlas-ს პრემიუმ კლასის საბურავები და მიიღონ საჩუქრად საბურავების დაზღვევა.

„თუ თქვენი საბურავი გასკდა ან დაზიანდა რაიმესთან შეხებით ან მასზე გადავლით, ან თუნდაც ვინმემ განზრახ დააზიანა, სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას. აქცია მოქმედებს "თეგეტა მოტორსის", როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, ახალციხის, გორისა და თელავის სერვისცენტრებში 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში“, - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.

“თეგეტამოტორსი” უკვე 20 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს და იგი არის მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით უმსხვილესი იმპორტიორი.