Royal Dutch Shell ევროპაში ირანული ნავთობის მიწოდებას იწყებს

მიმდინარე წლის ივლისში კომპანია Royal Dutch Shell განახორციელებს ირანული ნავთობის პირველი პარტიის მიწოდებას ევროპაში.

Shell გახდება მეორე მსხვილი ნავთობკომპანია Total-ის შემდეგ, რომელმაც განაახლა ირანში ნავთობის შესყიდვა იანვარში სანქციის გაუქმების შემდეგ.

Shell-მა დაიქირავა Delta Hellas-ის ტანკერი 1 მლნ ბარელი ირანული ნავთობის მისაწოდებლად ევროპაში, რომელიც დაიტვირთება 1 ივლისს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანია Shell ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

ირანი ცდილობს ბაზარზე თავისი წილის დაბრუნებას, რომელიც დაკარგა საერთაშორისო სანქციების გამო. გასულ თვეში ირანიდან ნავთობის მიწოდება ევროპის ქვეყნებში გაიზარდა ნულოვანი დონიდან 290 ათას ბარელამდე/დღეში.