ქურთი მებრძოლები ტურისტებს მოუწოდებენ, თურქეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ

ქურთი მებრძოლები უცხო ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდებენ, თურქეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. შესაბამისი განცხადება დაჯგუფება „ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა“ გაავრცელა.

„ვაფრთხილებთ ყველა უცხოელ ტურისტს, რომლებიც თურქეთში იმყოფება ან იქ ჩასვლას აპირებს. უცხოელები ტერაქტების სამიზნე არ არიან, მაგრამ თურქეთი უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაჯგუფებამ ასევე განაცხადა, რომ 7 ივნისს სტამბოლში განხორციელებული ტერაქტი სწორედ მის მიერ იყო ორგანიზებული.

სტამბოლში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 26 დაშავდა.