წინანდალში სასტუმრო "რედისონი" აშენდება

"სილქ როუდ ჯგუფი" წინანდალში სასტუმრო "რედისონის" მშენებლობას გეგმავს.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" "სილქ როუდ ჯგუფში" განუცხადეს,  ეს იქნება 100-ნომრიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით, ღონისძიებათა დარბაზებით, ღია და დახურული კაფე-რესტორნებით, სპა-აუზითა და ფიტნეს კლუბით.

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია.

კომპანია უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სასტუმროს აშენებას გეგმავს თბილისში. 5-ვარსკვლავიანი "რედისონ ბლუ ტელეგრაფი" რუსთაველზე, ფოსტის ყოფილ შენობაში განთავსდება.