X-XI საუკუნეების ქართული მონეტა

კოლხური ფული დამზადებულია მაღალმხატვრულ დონეზე, რითაც იგი ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს და სტილისტურად ემსგავსება კიდეც მათ. კოლხური მონეტების ადრეული ცალები სტილითა და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულ მსგავსებას ავლენს ძვ.წ. VI საუკუნის ბერძნულ, კერძოდ, მილეტურ მონეტებთან.

კოლხური თეთრის ტიპები

კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს. ჩვენამდე მოღწეულ ერთეულებს შორის უდიდესია ე.წ. ტეტრადრაქმა (ანუ ოთხდრაქმიანი მონეტა). შემდეგ მოდის დიდრაქმების (ორდრაქმიანი) რიგი.

დრამა. ვერცხლი. ბაგრატ IV (1027-1072)

Av. გამოსახულია ვლაქერნის ღვთისმშობელი. ბერძნული ზედწერილი: "წმინდა ღვთისმშობელი".

Rv. ქართული ასომთავრული ზედწერილი: "ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე და სევასტოსი".

ქართულმა მონეტამ განსაკუთრებით მკაფიო ეროვნული ხასიათი X-XI საუკუნეებში შეიძინა. ამ დროს ქვეყანამ თავი დააღწია არაბთა ბატონობას. X საუკუნის ბოლოს საქართველოს სამონეტო საქმის ისტორიაში შემოდის ვერცხლის ფულის ახალი, ბიზანტიური ტიპი. მონეტაზე ზედწერილები ქართული ასომთავრულითაა შესრულებული და საქართველოს მეფეები ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულებით მოიხსენიებიან. ახალი სამონეტო ტიპის გაჩენა, ქვეყანაში მომხდარ სერიოზულ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართულ სამეფო-სამთავროებს ბიზანტია უჭერდა მხარს. მის ნომინალურ ვასალებად დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის სამეფოს) მმართველები ითვლებოდნენ. ამგვარი ურთიერთობების გამოხატულება იყო ქართველ მეფე-მთავართათვის ბიზანტიური საპატიო საკარისკაცო ტიტულების (კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი, კესაროსი) მინიჭება. ამ ტიპის მონეტების მოჭრას ტაო-კლარჯეთის მმართველმა, დავით III კურაპალატმა ჩაუყარა საფუძველი. ბიზანტიურტიტულიანი მონეტების მოჭრა გააგრძელა ბაგრატ IV-მ (1027-1072). 1050-1060 წლებში მოჭრილ მონეტებზე ის ნოველისიმოსის, ხოლო 1060-1072 წლებში - სევასტოსის ტიტულით მოიხსენიება.

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი