კახა კალაძე - საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას შევძლებთ

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესს “ვერანაირი გარე ძალა ვერ შეაჩერებს”.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

“ჩვენ ვიცით, რომ გერმანია წინააღმდეგია, თუმცა საქართველომ აბსოლუტურად ყველა წინაპირობა შეასრულა, რაც იყო. ყველა რეფორმა იქნა განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს ვერანაირი გარე ძალა ვერ შეაჩერებს. ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ გადაადგილება შევძლოთ ევროპაში. მეტიც უახლოეს მომავალში შევძლებთ იმას, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია", - განაცხადა კალაძემ.