ქუთაისში, “საქართველოს ბანკის”ფილიალში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიაში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბანკის დაყაჩაღებას გეგმავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბანკიდან არაფერია წაღებული და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.