ევროკავშირის შს მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ.

სხდომაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის დაწესების გზაზე, თუმცა ხაზს უსვამს ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღების მნიშვნელობას, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო რეჟიმი გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს.

კლაას დიკჰოფის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.