”იაკობს მონარქის” ერთჯერადი ყავის ფასი გაიზარდა

რძიანი ყავის ”იაკობს მონარქის” ერთჯერადი ყავის ფასი 5 თეთრით გაიზარდა. როგორც ჩვენთან საუბარში მარკეტებისა და ჯიხურების გამყიდველებმა განაცხადეს, რამდენიმე დღეა, რაც ”იაკობსის” რძიანი ყავა 35 თეთრის ნაცვლად 40 თეთრი გახდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ბრენდის სხვა ყავას გაძვირება არ შეხებია. რძიანი ყავის გაძვირების მიზეზები კი უცნობია. შეგახსენებთ, რომ ”იაკობს მონარქი” რძიანი ყავის რამდენიმე სახეობას აწარმოებს.