უორენ ბაფეტთან სადილი 3,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ამერიკელ ინვესტორთან უორენ ბაფეტთან სადილი საქველმოქმედო აუქციონზე 3,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2012 წელს ანალოგიურ აუქციონზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, ეს ახალი რეკორდია.

გამოცემის ცნობით, მილიარდერ ინვესტორთან სადილი მისმა ანონიმმა თაყვანისმცემელმა შეიძინა. სადილი ნიუ იორკის ერთ-ერთ რესტორანში გაიმართება.

უორენ ბაფეტის განცხადებით, ის სიამოვნებით გაატარებს 3-4 საათს აუქციონის გამარჯვებულთან, თუმცა სიამოვნებით დაუთმობს მეტ დროს სურვილის შემთხვევაში.

აუქციონი საქველმოქმედო ორგანიზაცია Glide-მა გამართა, რომელიც უსახლკაროებსა და ღარიბებს ეხმარება. აუქციონის ჩატარების იდეა ბაფეტის აწ უკვე გარდაცვლილ მეუღლეს სიუზი ბაფეტს ეკუთვნის, რომელიც ამ ორგანიზაციის მოხალისე იყო. 2000 წლიდან მოყოლებული აუქციონმა Glide-ს 23 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

2000 წელს ჩატარებულ პირველ აუქციონზე ბაფეტთან სადილი 25 ათას დოლარად გაიყიდა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სადილის შემდეგ ბაფეტმა თავისთან მუშაობა შესთავაზა, ტედ ვეშლერი გახდა. 2011 და 2012 წლებში ვეშლერმა ამერიკელ ინვესტორთან სადილის სანაცვლოდ ჯამში 5 მილიონი დოლარი გაიდახადა.